როგორ მოვიქცეთ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს

როგორ მოვიქცეთ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს

როგორ მოვიქცეთ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს

თბილისში ავტომობილით სიარული აღარაა ის რაც ადრე იყო. ამას ყველა აღიარებს, ახალი მძღოლებიც და ძველებიც. ამ ყველაფერს ემატება გახშირებული ავარიები. 19-დან 25 წლამდე ახალგაზრდებში ნომერ პირველი მკვლელი არის ავტოავარიები მთელ მსოფლიოში და არც საქართველოში გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. თუმცა, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში გაცილებით მძიმე სტატისტიკა გვაქვს. თუ ევროპის ქვეყნებში ასი ათას კაცზე 6 ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევით, საქართველოში ეს ციფრი გაორმაგებულია და 12-ს და უფრო მეტსაც აღწევს. მარტო გასული წლის მონაცემებით, დაიღუპა 514 ადამიანი და 8 536 დაშავდა. საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ეს ციფრი ძალიან მაღალია. მაშინ, როცა ამ ავტოკატასტროფების 95 პროცენტის თავიდან აცილება შესაძლებელია.

ავარიის შემდეგ პირველივე წუთები უმნიშვნელოვანესია როგორც ფიზიკური უსაფრთხოებისთვის, ისე ავტომობილის დაზიანებების მინიმიზაციისთვის. ბევრ შემთხვევაში საჭირო ხდება ავარიული ევაკუატორის გამოძახება, თუმცა ხშირად მძღოლები არ არიან მზად ასეთი სიტუაციებისთვის.

ავარიის შემდეგ პირველივე მოქმედებები

ავარიის შემდეგ არ უნდა მივენდოთ მხოლოდ ინტუიციას — მოქმედება უნდა იყოს სტრუქტურირებული:

  1. შეამოწმე უსაფრთხოება — შენს თავს, მგზავრებსა და გარშემომყოფებს.

  2. გააჩერე მანქანა — გამორთე ძრავი და დააყენე ხელის მუხრუჭი.

  3. ჩართე ავარიული ფარები და დადგი გამაფრთხილებელი სამკუთხედი.

  4. შეატყობინე 112-ს, თუკი საჭიროა სამართლებრივი ან სამედიცინო ჩარევა

როდის გჭირდება ევაკუატორი?

არ აქვს მნიშვნელობა, პატარა ავარიაში მოხვდი თუ ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ აგრძელებ გზას — ზოგიერთ სიტუაციაში ევაკუატორის გამოძახება აუცილებელია:

  • ძრავი არ იმუშავებს

  • სავალი ნაწილი დაზიანებულია

  • მანქანა არ იძვრის ან ბორბალი დაბლოკილია

  • მანქანა ჩავარდა ან დამრეცზეა გაჩერებული

  • საწვავი გაჟონილია

  • აკუმულატორი მთლიანად დამჯდარია

ევაკუატორი თბილისში შეიძლება დაგჭირდეთ ავტოავარიის ან გაუმართავი ავტომობილის მართვისას, საბურავის გახეთქვისას, თუ ადგილზე შეკეთება გამორიცხულია, საწვავის ამოწურვისას, ახალი ავტომობილის ტრანსპორტირებისას ავტოსალონიდან ან საბაჟოდან, ძველი, გაუმართავი ავტომანქანის გადაყვანისას. თბილისის გადატვირთული გზების გამო ევაკუატორი თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია.

 

სტანდარტული ევაკუატორი - 60 ₾.
ობობა ევაკუატორი - 120 ₾.
მოსვლის დრო - 30 წუთამდე.

 

ევაკუატორის ტიპები

ყველა ევაკუატორი ერთნაირი არ არის. ავარიის ან ტექნიკური პრობლემის ხასიათიდან გამომდინარე, განსხვავებული ტიპი შეიძლება დაგჭირდეს:

  • სტანდარტული პლატფორმა – გზაზე გაჩერებული, მაგრამ გადმოსატანი მანქანებისთვის

  • ამწე ევაკუატორი – ჩაჭიდული ან ღრმად დაზიანებული მანქანებისთვის

  • ჰიდრავლიკური ევაკუატორი – დახრილი ტრასებისთვის

  • მოტო ევაკუატორი – მოტოციკლებისთვის

საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევები იმდენად ყოველდღიური მოვლენა გახდა, რომ მისგან არავინაა დაზღვეული. ავარიისგან გამოწვეული ემოციები კი მძღოლზე იმდენად მოქმედებს, რომ შესაძლოა ავარიის შემდეგ ბევრი ფაქტორი გამოგვეპაროს, რის გამოც შემთხვევის ადგილის დატოვების შემდეგ პრობლემები გვექმნება. ეს განსაკუთრებით შედარებით ახალბედა მძღოლებს ეხება. 

სწორედ ასეთ დროს, როცა ემოციების ფრქვევის დრო არაა, გსურთ პრობლემის სწრაფად და იაფად გადაწყვეტა, მაშინ დაგვიკავშირდით ჩვენ, რადგან ევაკუატორის მომსახურება არის ის აუცილებელი და გარდაუვალი მომსახურება, რომელიც დაგეხმარებათ გადაუდებელ სიტუაციებში. იგი უზრუნველყოფს დროის დაზოგვას, უსაფრთხოებას და მოხერხებულობას. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ პრობლემა თქვენს ავტომობილთან, ნუ დააყოვნებთ და გამოიძახეთ ევაკუატორი.

სამწუხაროდ ცხოვრებაში ზოგჯერ დგება ცუდი და ავბედითი მოვლენები, როგორც მაგალითად ავარია და მას მოაქვს განსხვავებული ზარალი მანქანის მიმართ. ავარიის შედეგად სხვადასხვანაირად შეიძლება დაზიანდეს თქვენი ქონება, ამიტომ ჩვენ სხვადასხვა ევაკუატორის სხვადასხვა მომსახურება გვაქვს.

სტანდარტული ევაკუატორი თბილისში: სტანდარტულ ევაკუატორზე ავტომობილის აზიდვა ხდება გვარლის და ჯალამბარის მეშვეობით. გამოიყენება ისეთი ავტომობილის ევაკუაციისთვის, რომელსაც მწყობრში აქვს ყველა ბორბალი და არ აქვს დაბლოკილი სავალი ნაწილი.

ევაკუატორი ამწე კრანით თბილისში: ასეთი ტიპის ევაკუატორს (ასევე ცნობილს როგორც"ობობა ევაკუატორი") აქვს ამწე კრანი სპეციალური საკავებით. გამოიყენება მძიმედ დაზიანებული (ორმოში ჩავარდნილი, დაბლოკილი სავალი ნაწილის მქონე და ა.შ.) ავტომობილის დატვირთვა-გადაზიდვისთვის.

ავტომზიდი თბილისში: ამ ევაკუატორს გააჩნია რამდენიმე პლატფორმა. გამოიყენება ორი ან მეტი ავტომობილის ერთდროული გადაზიდვისთვის.

+ (995) 598495577